2008 წლამდე დაწყებული და დაუსრულებელი მშენებლობებისთვის კომპანიებს შეღავათები 2026 წლამდე უგრძელდებათ

2008 წლამდე დაწყებული და დაუსრულებელი მშენებლობების დღგ-სგან გათავისუფლების შესახებ საგადასახადო კოდექსში არსებული დებულებები, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წლამდე გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს ვადაგადაცილებული მშენებლობების დასრულებას და ამ გზით დაზარალებული მობინადრეების დიდი ნაწილის დაკმაყოფილებას.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული შეღავათი საქართველოს მთავრობამ 2015 წლიდან დააწესა, რომლის შედეგადაც განახლდა არაერთი ობიექტის მშენებლობა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სამშენებლო სექტორის სტიმულირების მიზნით, საგადასახადო კოდექსის იმ დებულებების მოქმედება, რომელიც შემოღებულია დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების ხელშესაწყობად 2026 წლამდე გაგრძელდება.

„ეს ცვლილება, ეს შეღავათი იყო ძალზედ ეფექტური, რამაც ხელი შეუწყო ბევრი დაწყებული და დაუსრულებელი მშენებლობის სწრაფ და ეფექტიან განხორციელებას, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ასეთი პროექტი იყო საკმაოდ ბევრი და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს შესაძლებლობა ჩვენს ბიზნესს მივცეთ 2026 წლამდე”, – განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები