დიმიტრი ხუნდაძე: თუ ოჯახს გადამოწმების შემდეგ დახმარება მოეხსნება, ეს თანხა და ტვირთი სახელმწიფომ უნდა აიღოს

მიმღებს გასაცემელი არ უნდა შეუჩერდეს, თუნდაც მათ მოეხსნათ დახმარება, ეს თანხა და ტვირთი სახელმწიფომ უნდა აიღოს, – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს უსმენდნენ.

ხუნდაძის თქმით, გადამოწმების შედეგად მოხსნილი დახმარების შემდეგაც, ეს ოჯახები სიღარიბის ზღვართან ახლოს არიან და სახელმწიფოს თანადგომა სჭირდებათ.

“მექნება კომიტეტის შემოთავაზება და მკაცრად ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ გადამოწმების პერიოდში გასაცემელი არ შეუჩერდეს ოჯახებს. თუნდაც იმ შემთხვევაში, თუკი გადამოწმების შემდეგ მათ მოეხსნებათ სოციალური დახმარება, ეს თანხა დარჩეს მიმღების სასარგებლოდ და ტვირთი აიღოს სახელმწიფომ, რადგან ოჯახი, რომელიც ამ ბაზაში იყო და ბაზის მიღმა დარჩება, ის მაინც არის სიღარიბის ზღვარის სიახლოვესთან ახლოს. ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება აუცილებლად მისაღებია, რათა სოციალურად დაუცველი, უკიდურესად გაჭირვებული ოჯახები მართლაც დამოკიდებული არიან იმ მინიმალურ დახმარებაზე სახელმწიფოს მხრიდან და მის გარეშე თუნდაც, ერთი ან ორი თვით ან შესაძლოა, ერთი კვირითაც, მათთვის ძალიან მძიმედ ასატანია”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დეპუტატმა მთავრობის წარმომადგენელს თხოვნით მიმართა, რომ საკითხის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია წარმოედგინა. დიმიტრი ხუნდაძე დაინტერესდა, თუ რა სახის რეფორმები იგეგმება ბავშვთა ზრუნვის მიმართულებით; ასევე, სოციალური მუშაკების და ამავე დეპარტამენტის წარმომადგენლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ვნებათაღელვის გამომწვევი კონკრეტული მიზეზებით და წინამძღვრიანთკარში პროფესიული ტექნიკური სასწავლებლის ტერიტორიასთან სიახლოვეს დევნილთა საცხოვრებელი ფართების დაკანონებასთან დაკავშირებული პროცესით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები