ბორჯომის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ბორჯომის მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლის რეაბილიტაციისთვის 483 605 ლარი დაიხარჯება. რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია , შპს“ კომფორტი XXI“ განახორციელებს.

ბორჯომის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, მონაწილეობა რვა კომპანიამ მიიღო. დოკუმენტების მიხედვით, შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება – შეიცვლება იატაკი, ჭერი და კარ-ფანჯრები, გაკეთდება კიბეები და ლითონის მოაჯირები. ასევე, უნდა შეიცვალოს სახურავი, მოწესრიგდება გათბობის სისტემა, ელექტროგაყვანილობა და შიდა და გარე კანალიზაცია.

სამუშაოები 120 დღეში უნდა დასრულდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები