ხულოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა

ხულოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, ხულოს კულტურის ცენტრის ბიბლიოთეკაში აქტიური მკითხველები, სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები შეიკრიბნენ.
როგორც “კვირას” ხულოს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ღონისძიების მონაწილეებმა მათთვის საყვარელი წიგნებიდან ამონარიდები ხმამაღლა წაიკითხეს და ამ გზით საერთაშორისო ინიციატივას წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს შეუერთდნენ.
ხელმძღვანელმა პირებმა დარბაზში შეკრებილებს მადლობა გადაუხადეს აქტიურობისთვის და წიგნის მნიშვნელობასა და როლზე ისაუბრეს.
წიგნის საჯაროდ კითხვის აქცია მუნიციპალიტეტში მასშტაბურად აღინიშნა, რომელსაც ხულოში მოქმედი ყველა საჯარო ბიბლიოთეკა შეურთდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები