სოფელ სასირეთში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ- მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ- მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო.
სახლს ,სადაც გენერალი მაზნიაშვილი დაიბადა და სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა, პირველ ეტაპზე სახურავი და ხის მოაჯირები შეეცვლება.სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში გამოყენებული იქნება საარქივო მასალა , რომლის მიხედვითაც გენერლის საცხოვრებელის პირვანდელი სახე იქნება აღდგენილი.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ამ დრომდე მხოლოდ ერთხელ, 2006 წელს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები.
“გენერალ მაზნიაშვილის სახლ-მეზეუმი რაოდენ მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის ყველასთვის ცნობილია. ამიტომ დაიგეგმა სარეაბილიტაციო სამუშაოები იმისთვის, რომ ძველს დაუბრუნდეს პირვანდელი სახე და უკეთ გამოიყურებოდეს “,- განაცხადა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.