გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციის დღის წესრიგი დესტრუქციისა და არასტაბილურობისკენ არის მიმართული, ამიტომ მათ დღის წესრიგზე ვერ ავეწყობით
ოპოზიციის დღის წესრიგი დესტრუქციისა და არასტაბილურობისკენ არის მიმართული, ამიტომ მათ დღის წესრიგზე ვერ ავეწყობით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის “საპროცედურო საკითხთა კომიტეტის” თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე საუბარი საორგანიზაციო საკითხებს შეეხება.
„ჩვენთან არის შიდა დემოკრატია და ყველა წევრს აქვს უფლება სხვადასხვა საკითხი დასვას. შეხვედრა ეხება საორგანიზაციო საკითხებს. აქციები ყოველ დღე აქვთ და ჩვენი შეხვედრები სულ დაემთხვევა, რადგან სულ რაღაც შეხვედრები აქვთ. ოპოზიციის დღის წესრიგზე ვერ ავეწყობით. მათი დღის წესრიგი ქვეყნის განვითარებაზე არ არის მიმართული. ისინი მიმართული არიან დესტრუქციისკენ და არასტაბილურობისკენ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ, მათი მოთხოვნაა, რომ ქვეყანაში არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს.