სენატორი ჯინ შაჰინი: პატივს ვცემთ, ქართველი ხალხის ევროპულ კურსს ნატოსკენ და ევრო-ატლანტიკური პარტნიორობისკენ სწრაფვას
ჩვენ, საქართველოს ძალიან მტკიცედ ვუჭერთ მხარს, – ამის შესახებ აშშ-ს სენატორმა, ჯინ შაჰინმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
სენატორის თქმით, ისინი პატივს სცემენ ქართველი ხალხის ევროპულ კურსს ნატოსკენ და ევრო-ატლანტიკური პარტნიორობისკენ სწრაფვას.
“ჩვენ ძალიან მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს და პატივს ვცემთ ქართველი ხალხის ევროპულ კურსს ნატოსკენ და ევრო-ატლანტიკური პარტნიორობისკენ სწრაფვას. გვინდა ამას მხარი დავუჭიროთ და იმედი გვაქვს, გვექნება ამ მხარდაჭერის გაგრძელების შესაძლებლობა,” – განაცხადა ჯინ შაჰინმა.