ოპოზიცია დღეს საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას გამართავს

ოპოზიცია დღეს საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას გამართავს.

როგორც ცნობილია, პარლამენტთან დაგეგმილ აქციას სამოქალაქო მოძრაობის წევრებიც შეუერთდებიან.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის ზაალ უდუმაშვილის თქმით, მათი მოთხოვნა ქვეყანაში პროპორციული არჩევნების ჩატარებაა.

“მოვითხოვთ, რომ ქვეყანაში პროპორციული არჩევნები ჩატარდეს. ამ მოთხოვნით ვიკრიბებით პარლამენტის შენობასთან, ამ მოთხოვნით ვაკეთებთ სირცხვილის კორიდორებს იმ დეპუტატებისთვის, რომლებმაც საქართველოს მოსახლეობას პროპორციული არჩევნები წაართვეს. ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს, ჩვენ ქვეყანას ვკარგავთ, ამიტომ ჩვენი ბრძოლა უნდა იყოს ბოლომდე. ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები, მკაცრები ჩვენს მოთხოვნებში. ხელისუფლება ნუ მონათლავს ამას, ისე, რომ თითქოს ჩვენ კანონს ვარღვევთ. სირცხვილის კორიდორიც და პიკეტირებაც კანონით გათვალისწინებული მოთხოვნებია და ჩვენ ამას მუდმივ რეჟიმში გავაკეთებთ. ეს არ იქნება მხოლოდ პარლამენტი, ეს იქნება სხვა სახელმწიფო უწყებებიც, სადაც “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს მუშაობა მოუწევთ”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები