ლარი დოლართან მიმართებაში 0.0231 პუნქტით გამყარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0231 პუნქტით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.8603 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით 1 აშშ დოლარი 2.8834 ღირდა.
0.0293 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 3.1618 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1911 ლარი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები