სოფო კილაძე: კონკრეტულ გვარებთან მიმართებაში, რომელთაც ამნისტია შეეხოთ, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს
საქართველოს “პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის” თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, კონკრეტულ გვარებთან მიმართებაში, რომელთაც ამნისტია შეეხოთ, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.
მისივე თქმით, დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია თუკი მიიჩნევს, რომ მისი უფლებები ირღვევა, შეუძლია სასამართლოს მიმართოს.
„ეკა ბესელიას შეგნებულად გადააქვს ისრები, თითქოს მე ამნისტიას ვეწინააღმდეგებოდი, არც ამნისტიასა და არც პოლიტპატიმრებზე საერთოდ არანაირი კითხვის ნიშანი არ არის, კითხვის ნიშნები არის კონკრეტულ გვარებთან მიმართებით. ეკა ბესელია თუ მიიჩნევს, რომ მისი უფლებები ირღვევა, სასამართლოს მიმართოს. ვიცით ყველამ, რომ ეკა ბესელიას მისამართით კითხვები რომ არ იყოს დასმული, ამ მიმართულებით გადააქვს ყურადღება. კითხვის ნიშნები არის კონკრეტულ გვარებთან მიმართებით. პროკურატურა უნდა დაინტერესდეს ამ საქმით. მე არ ვარ არც გამომძიებელი, არც პროკურორი, მე ეს საკითხი დავსვი უმრავლესობის სხდომაზე, კონკრეტული გვარებით და დეტალებით, ასევე ვისაუბრე საჯაროდაც და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პროკურატურას, რომ შესაბამისი ნაბიჯები გადადგას“, – განაცხადა სოფო კილაძემ.