ტაილანდში ორი პაციენტი კორონავირუსისგან შიდსის სამკურნალო მედიკამენტებით 48 საათში განკურნეს

ტაილანდელმა მედიკოსებმა კორონავირუს 2019-nCoV-გან, 48 საათში ორი პაციენტი განკურნეს.

რაჯავიტის ჰოსპიტლის ექიმების ინფორმაციით, მკურნალობისას ის მედიკამენტები გამოიყენებოდა, რომლებსაც შიდსის სამკურნალოდ იყენებენ.

განკურნებულთაგან ერთ-ერთი 70 წლის ქალია, რომელიც ტაილანდში უხანიდან ჩავიდა.

მკურნალობისთვის ექიმებმა რამდენიმე მედიკამენტის კომბინაცია გამოიყენეს: Lopinavir და Ritonavir, რომლებსაც შიდსის მკურნალობის დროს იყენებენ, ასევე Oseltamivir – რომელიც A და B ტიპის გრიპის სამკურნალოდ გამოიყენება.

48 საათში პაციენტებმა თავი უკეთესად იგრძნეს, კორონავირუსზე ჩატარებულმა განმეორებითმა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები