აზერბაიჯანული გაზი საქართველოსა და თურქეთის გავლით უკრაინაში-უკრაინა TANAP-ის მომხმარებელი ხდება?
რუსული გამოცემა ria.ru-ს ინფორმაციით, უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტებმა კიევში TANAP-ის მეშვეობით უკრაინისათვის აზერბაიჯანული გაზის მიწოდების პერსპექტივაზე იმსჯელეს.
„ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ენერგომომწოდებლების დივერსიფიცირებას. თურქეთის პრეზიდენტთან ერთად განვიხილეთ კასპიის ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება TANAP-ის მეშვეობით უკრაინაში“,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ.
შეგახსენებთ რომ ტრანს ანატოლიური გაზსადენი, იგივე TANAP-ი ექსპულატაციაში გასული წლის 30 ნოემბერს შევიდა. TANAP-ის მილსადენი ყოველწლიურად 16 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს გაატარებს. 2023 წლისთვის -მილსადენის გამტარუნარიანობა 23 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება, ხოლო 2026 წლისათვის – 31 მილიარდ კუბურ მეტრამდე.