მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში პლანეტარიუმისა და ასტრონომიის კლასი განახლებულ მუშაობას იწყებს

მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში პლანეტარიუმისა და ასტრონომიის კლასი განახლებულ მუშაობას იწყებს, – ამის შესახებ ეროვნული სასახლის დირექტორმა თინათინ რუხაძემ ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა.
“კვირა” მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“დღეს აბასთუმნის ობსერვატორიაზე დაიდო ინფორმაცია… რეაბილიტაცია დასრულდა…. მერე გამახსენდა, რომ იქ 90-ს ბოლოს ბასა ფოცხიშვილმა ერთერთი ჩვენი საახალწლო პროექტისთვის “სიყვარული დაფრინავს” გადაიღო… ბედნიერებაა, რომ ეს საოცარი ადგილი გაკეთდა… მერე დავფიქრდი, რომ ობსერვატორიის ერთერთი უმაგრესი ადამიანი გია Giorgi Javakhishvili ეროვნული სასახლის ასტრონომიისა და პლანეტარიუმის კურატორ-კონსულტანტად ცოტა ხნის წინ მოვიწვიეთ და მერე კიდევ ვიპოვეთ ახალგაზრდა სპეციალისტები…. ჯერ ამ მიმართულების პედაგოგი და მერე ხელძღვანელიც… ასე რომ ჩვენი პლანეტარიუმი და ასტრონომიის კლასიც იწყებს სრულიად ახალ ცხოვრებას… ჩვენც განახლების გზაზე ვდგებით… ამ გუნდით ჩვენი პლანეტარიუმის ტექნიკურ განახლებას ვგეგმავთ… ყველაფერი ადამიანების ხელშია და კარგი პროფესიონალებით ამის გაკეთება, ხომ დიდი ბედნიერებაა… სხვებზე სხვა დროს დავწერ და დღეს კი ერთზე გეტყვით- იცნობდეთ, Tako Meshveliani… ასტროფიზიკა-კოსმოლოგია მისი სპეციალობაა და დიდი გეგმებიც აქვს, როგორც მეცნიერს… ის ეროვნული სასახლის პლანეტარიუმის ხელმძღვანელია!!! წარმატებები თაკოს და მის გუნდს!!! გიაზე და ნათიაზე კი სხვა დროს იყოს”, – წერს თინათინ რუხაძე სოციალურ ქსელში. 

ცნობისთვის, აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაცია დასრულდა, ამსთან ერთად სარეაბილიტაციო სამუშაოები 18 ისტორიულ სახლს ჩაუტარდა და გარე ფასადები მოეწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები