საქართველოს პროფკავშირების წარმომადგენლები კომპანია “ფრონტერას” ყოფილ თანამშრომლებს შეხვდნენ
დედოფლისწყაროში საქართველოს პროფკავშირის წევრები ნავთობმომპოვებელი კომპანია ,,ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას” ყოფილ თანამშრომლებს შეხვდნენ და დავალიანების მოგვარების გზებზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე კომპანიის თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ სანამ კუთვნილ ხელფასებს არ მიიღებენ, ნავთობის მოპოვების საშუალებას კომპანიას არ მისცემენ.
” პროფკავშირების მხრიდან შევთანხმდით უფასო იურიდიულ მომსახურებაზე, ჩვენი სურვილია ეს ყველაფერი დროულად მოგვარდეს”,- აღნიშნა ნოდარ ცხადიაშვილმა.
შეხვედრაზე ასევე პერმანენტული აქციები დაანონსეს, მანამ სანამ ანაზღაურებას სრულად არ მიიღებენ.
“ფრონტერას” თანამშრომლებმა კონგრესმენების წერილების შინაარსიც გააპროტესტეს, სადაც კომპანიის საქმიანობის ხელშეშლაზეა საუბარი.
” საქართველოს ხელისუფლება ხელს კი არ უშლის ამერიკულ კომპანიების საქართველოში მოღვაწეობას, არამედ პირიქით, მაქსიმალურად ეხმარება, რაზეც კომპანიის საქართველოში 1997 წლიდან მათი საქმიანობაც მეტყველებს”, – ამბობენ აქციის მონაწილეები.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოს “ფრონტერას” წინააღმდეგ დავა საერთაშორისო არბიტრაჟში აქვს დაწყებული. კომპანიას 84 თანამშრომლის 11-თვიანი დავალიანება ჯამში მილიონამდე აღწევს.