საპენსიო სააგენტოს დირექტორობის სურვილი 120-მა კანდიდატმა გამოთქვა
„საპენსიო სააგენტოს“ დირექტორობის სურვილი 120-მა ადამიანმა გამოთქვა. „საპენსიო სააგენტოს“ დირექტორის თანამდებობაზე ვაკანსია 10 იანვარს გამოცხადდა და განაცხადების მიღება 31 იანვარს დასრულდა.
პრეტენდენტების ვინაობა კონფიდენციალურია.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, საპენსიო სააგენტოს დირექტორს სამეთვალყურეო საბჭო შეარჩევს, რომელშიც ფინანსთა, ეკონომიკის, ჯანდაცვის მინისტრები და სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი, ოლივიერ რუსსო შედიან.
სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, კონკურსი შესაძლებელია შედგებოდეს შემდეგი ეტაპებისგან: ა) განაცხადების გადარჩევა; ბ) წერითი დავალება; გ) გასაუბრება.ამჟამად საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობას გიორგი ჭიჭინაძე ასრულებს.საპენსიო სააგენტოს დირექტორს ხელფასი 10,000-დან 15,000 ლარამდე ექნება.
შეგახსენებთ,რომ ეს თანამდებობა ვაკანტური მას შედეგ გახდა, რაც სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ლევან სურგულაძემ, თანამდებობა თავისი ნებით დატოვა.სურგულაძე თანამდებობაზე 2018 წლის სექტემბერში, 5 წლის ვადით დაინიშნა.