ირლანდიაში საქართველოს საელჩომ  დიასპორის წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები და საგარეო პოლიტიკის წარმატებები გააცნო

31 იანვარსირლანდიაში საქართველოს საელჩოში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა გიორგი ზურაბაშვილმა თანამემამულეებს გააცნო საქართველოში სხვადასხვა სფეროში მთავრობის მიერ განხორციელებული და  მიმდინარე რეფორმები, კონკრეტული  სამინისტროების საქმიანობა, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური  ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები, ასევე კონფლიქტის ზონებში არსებული ვითარება და  რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო პოლიტიკა.

შეხვედრის ფარგლებში საქართველოს საელჩომ დიასპორის წარმომადგენლებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შექმნილი  დიასპორული ვებ-პორტალის www.gda.ge შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, რაც დიასპორის წარმომადგენლებთან ეფექტურ და ოპერატიულ კომუნიკაციას ხელს უწყობს და მათ საშუალებას აძლევს  სახელმწიფო სერვისების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები