ჩინეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქე: ყველაფერი კარგად იქნება და იმ “მონსტრიკსაც”, საბოლოოდ გაუყენებენ გზას

ჩინეთში სამუშაოდ წასული საქართველოს მოქალაქე ანანო ლებანიძე სამშობლოში დაბრუნდა. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე განმარტა, ის, ქართველ თანამშრომლებთან ერთად, დროებით, ჩინეთში არსებულ ვითარებას გამოერიდა.​ მან იმედი გამოთქვა, რომ მალე ყველაფერი კარგად იქნება და ჩინელები კორონა ვირუსის დამარცხებას უახლოეს მომავალში შეძლებენ.
“ბოლო დღეებში საქართველოდან შორეულ ჩინეთში, უამრავი ადამიანის მოწერილს თუ დარეკილს ვუპასუხე, ვინც გულწრფელად ღელავდა ჩემზე. აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრნი ხართ, ძალიან და ეს მახარებს. მადლობა ყველას ამისთვის.
​ვიცი გაგიხარდებათ ქართველ თანამშრომლებთან ერთად, დროებით არსებულ ვითარებას გამოვერიდე და საქართველოს დავუბრუნდი. ამისთვის განსაკუთრებული მადლობა ჩემს უფროსს და საქართველოს საელჩოს ჩინეთში.
ვიცი, მალე ყველაფერი კარგად იქნება და იმ “მონსტრიკსაც”, ასეთ ამბებს რომ ატრიალებს, საბოლოოდ გაუყენებენ გზას.
პ.ს. ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ, ქართველი მესაზღვრის გაღიმებასაც კი და სიტყვებს კეთილი იყოს მშვიდობიანად დაბრუნება, სულ სხვა ფასი ჰქონია…”,-წერს ჩინეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები