ახალქალაქელი ოპოზიციონერი მელიქ რაისიანი კიევში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალქალაქის ორგანიზაციის თავმჯდომარე უკრაინაში იმყოფება. მელიქ რაისიანი კიევში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.
ფოტოს სოციალურ ქსელში რაისიანის შვილი აქვეყნებს. აშოტ რაისიანმა jnews.ge უთხრა, რომ მამამისი უკრაინაში სააკაშვილმა მიიწვია.
”მიხეილ სააკაშვილმა დაურეკა და მამაჩემი კიევში დაპატიჟა. ისინი შეხვდნენ, ისაუბრეს და 2-3 დღეში კიდევ უნდა განიხილონ სიტუაცია ჩვენს მხარეში. ასევე, საპარლამენტო არჩევნების გეგმები და ის, რომ უნდა განხორციელდეს კამპანიები არა მხოლოდ ჯავახეთში, არამედ ყველა ქალაქში, სადაც სომხები ცხოვრობენ, ”- თქვა აშოტ რაისიანმა.