ფარავნის უღელტეხილზე და ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ნიჩბისი-დიდგორი- დიდი თონეთის გზაზე და ფარავნის უღელტეხილზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა. ამ დროისთვის, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები