ირაკლი სესიაშვილი რეზოლუციაზე: თუ ჩანაწერს სწორად წავიკითხავთ, კომპრომისი ოპოზიციასაც მოეთხოვება

„ქართული ოცნება“ ევროპის საბჭოს მოწოდებას იღებს, უფრო მეტიც, შესაბამისი ნაბიჯები უკვე გადადგმული აქვს. თუ ჩანაწერს სწორად წავიკითხავთ, კომპრომისი ოპოზიციასაც მოეთხოვება, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

„როცა რეზოლუციის ნაწილში ვკითხულობთ, რომ სასურველია, პოლიტიკური ძალები საარჩევნო სისტემაზე შეთანხმდნენ, ეს ძალიან კარგია. პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა. ოპონენტებს პროპორციული სიის გაზრდა მაჟორიტარი დეპუტატების შემცირების ხარჯზე შევთავაზეთ. ეს შეთავაზება სწორი და პრაგმატულია. თუ იმას მივიღებთ, რომ ოპოზიცია მუდმივდ რადიკალური მოთხოვნებით იქნება შემოფარგლული, ცხადია, მისაღებ შედეგზე გასვლა გაგვიჭირდება. „ქართული ოცნება“ ევროპის საბჭოს მოწოდებას იღებს, უფრო მეტიც, შესაბამისი ნაბიჯები უკვე გადადგმული აქვს. თუ ჩანაწერს სწორად წავიკითხავთ, კომრომისი ოპოზიციასაც მოეთხოვება”, – განაცხადა სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები