„საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფთან“ აფელირებული კომპანია შევეიცარიელ პარტნიორებთან ერთად ხერსონის პორტის მართვაში შევიდა

ხესონის პორტის 30 წლით მართვის უფლება ქართულ-შვეიცარული კომპანია LLC RISOIL–KHERSON გადაეცა. უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკონკურსო კომისიამ შესაბამისი გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 21 იანვარს გაასაჯაროვა და ტენდერში გამარჯვებულად სწორედ ქართულ-შვეიცარიული კომპანია გამოაცხადა.

LLC RISOIL –KHERSON-ი Petrol Oil and Chemicals-სა და შვეიცარიული კომპანია Rissoil S.A-ის საკუთრებაა რომელებიც თავის მხრივ „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფთან“ არიან აფილირებული და რომელსაც ქართველი ბიზნესმენი დავით ბეჟუაშვილი ხელმძღვანელობს.
დღეს კიევში უკრაინის მთავრობამ საჯარო პრეზენტაცია გამართა და საზოგადოებას ტენდერში გამარჯვებული ინვესტორი წარუდგინა. პრეზენტაციას უკრაინის ინფრასტუქტურის მინისტრთან და ეკონომიკის მინისტრთან ერთად ყატარის ინფრასტრუქტურის მინისტრიც დაესწრო. ღონისძიებაში მონაწილეობა „საქართველოს „ინდუსტრიული ჯგუფის“ დამფუძნებელმა დავით ბეჟუაშვილმაც მიიღო.

პრეზენტაციაზე უკრაინის ხელისულფების წარმომადგენლებმა უკრაინაში ახალ ეკონომიკურ რეფორმებზე, საკანონმდებლო ცვლილებებსა და მიმზიდველ საინვესტიციო პოლიტიკაზე ისაუბრეს. აღნიშნეს, რომ საკონკურსო პროცესი უპრეცედენტოდ სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდა. შერჩევის მთავარი პრინციპი კი გამარჯვებული ინვესტორის რეპუტაცია, მათი მხრიდან წარდგენილი საუკეთესო საინვესტიციო წინადადებები და ბიზნესგამოცდილება გახდა. კონკურის ღიად და სამართლიანად ჩატარების შესახებ EBRD -ის წარმომადგენლებაც ისაუბრეს.
თავის მხრივ LLC RISOIL-KHERSON-მა შეკრებილ საზოგადოებას, ასევე მთავრობასა და მედიას ხერსონის სავაჭრო პორტის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია წარუდგინა. საუბარი შეეხო პორტის გადაიარაღების და შემდგომი განვითარების კომპანისეულ ხედვას. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, ინვესტორი კომპანია პორტის განვითარებაში 15 მლნ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს და ხერსონის ინფრასტრუქტურის მოწყობა- განვითარებაზე იღებს ვალდებულებას.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა,უკრაინაში დაწყებულმა ახალმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ და საკანონმდებლო ცვლილებებმა განსხვავებული შესაძლებლობები გააჩინა ინვესტორებისათვის. მათ შორის ისეთიც, რაც ინვესტორებისთვის სტატეგიული სახელმწიფო ობიექტების მართვის უფლებით გადაცემას გულისხმობს.

მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებით, სწორდ ახალ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირდება ის ფაქტი,რომ ტენდერი საზღვაო- სავაჭრო ნავსადგურებზე 30 წლით მართვის უფლების მოპოვებაზე უკრაინამ პირველად გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები