ხულოში წყლის და წყალარინების პროგრამასთან დაკავშირებით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

ხულოში წყლის და წყალარინების პროგრამასთან დაკავშირებით, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სს “აჭარის წყლის ალიანსის” წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ.​
როგორც “კვირას” ხულოს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ამ ჯერად, პროგრამის შესახებ მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, შეხვედრა ოქრუაშვილების და დუაძეების მოსახლეობასთან გაიმართა.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყლის და წყალარინების პროგრამის ფარგლებში, ხულოს სოფლებში თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგების და წყალარინების სისტემები შეიქმნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები