რუსეთში ქარხანაში გაზის აფეთებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა
რუსეთში, ორლოვის ოლქის ქალაქ მცენსკში, რეზინის ქარხანაში გაზის აფეთქების შედეგად, ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ მედიას ორლოვის ოლქის გუბერნატორმა, სერგეი ლეჟნევმა, განუცხადა.
დაღუპულთა შორის თურქეთის მოქალაქეც არის.
ადგილობრივ საავადმყოფოში თურქეთის დაშავებული მოქალაქეები მოათავსეს, რომელთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად ფასდება.
გამოძიება დაწყებულია.