პროკურორი: მოწმის ჩვენებით დასტურდება, რომ ფეიქრიშვილების მკვლელობის მცდელობის საქმეში ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება ვატო ყიფიანმა დაუკვეთა

ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის მზადების საქმის პროკურორის, გიორგი კავსაძის თქმით, მოწმის ჩვენებით და სხვა მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება ვატო ყიფიანმა დაუკვეთა. ამის შესახებ მან აღნიშნულ საქმეზე დაკავებული ექვსი პირისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შემდეგ განაცხადა.

პროკურორის თქმით, როდესაც შეიქმნება მტკიცებულებების სტანდარტი, ვატო ყიფიანის მიმართ, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება.
​თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ძმები ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის მზადების საქმეზე ბრალდებულ პირებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.

ცნობისათვის, ​სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში ორი პირის შეკვეთილი მკვლელობა იგეგმებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები