Facebook-ი კორონავირუსთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაციის გავრცელებასთან ბრძოლას იწყებს
“ფეისბუკში” განაცხადეს, რომ კომპანია კორონავირუსთან დაკავშირებით ყველა ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლას იწყებს.
კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ვიწყებთ ცრუ ინფორმაციის ან კონსპიროლოგიური შინაარსის შემცვლელი თეორიების წაშლას, რომლებიც გლობალური ან ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანიზაციების აზრით, შესაძლოა, იმ ადამიანებს მიაყენონ ზიანი, რომლებიც ამ ინფორმაციას დაიჯერებენ“.
ახალი ტიპის კორონავირუსს, სულ მცირე 213 ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 10 ათასი ადამიანი დაავადებულია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ჩინეთის ფარგლებს გარეთ, 18 ქვეყენაში დაავადების 98 შემთხვევაა გამოვლენილი, თუმცა არც ერთი მათგანი ლეტალურად დასრულებული არ არის.
ორგანზიაციამ შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით „გლობალური საფრთხე“ გამოაცხადა.