თოვლი, ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

31 იანვარს და 1 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები