კახა კალაძე იზორიას ძმის საქმეზე: ვიდეო ნანახი მაქვს, ის რაც ვნახეთ არავისთვის არ არის მოსაწონი

თბილისის მერი კახა კალაძე ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას ძმის საქმეს გამოეხმაურა.

კალაძის თქმით, საქმეში დამატებითი პრობლემები არსებობს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას ეხება.

“ვიდეო ნანახი მაქვს და სასიამოვნო ნამდვილად არ იყო, თუმცა მანდ კიდევ არის სხვა დამატებითი პრობლემები, საქმე ადამიანის ჯანმრთელობას ეხება. არ მინდა თემის განვრცობა, თუმცა ის, რაც ვნახეთ რა თქმა უნდა ცუდი იყო და არავისთვის არ არის მოსაწონი”,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ყოფილი პოლიციელი გიორგი დვალიშვილი ლევან იზორიას ძმას სამართალდამცველების შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. მან ერთ-ერთ არხს 2014 წელს გადაღებული კადრები მიაწოდა, სადაც ასახულია ვახტანგ იზორიას დაკავება და კამათი პოლიციელებთან. კადრებში ჩანს, როგორ ემუქრება ის პოლიციელს, რომელმაც დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები