ლარი კვლავ გამყარდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0065 პუნქტით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.8934 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით 1 აშშ დოლარი 2.8999 ღირდა.
0.0037 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 3.1868 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1905 ლარი იყო.