პრობაციონერებმა ქართველ მორაგბეებს უგულშემატკივრეს
პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიწვევითა და საქართველოს რაგბის ფედერაციის დახმარებით, თბილისში აღრიცხვაზე მყოფი 20 პრობაციონერი რაგბიში „ერთა თასის“ გათამაშებაზე საქართველოსა და ბელგიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ მატჩს დაესწრო. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზების მიზნით, ხშირად უწევს ორგანიზებას სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე პრობაციონერების დასწრებას, რაც მათ რესოციალიზაციასა და საზოგადოებაში ინტეგრაციაში ეხმარება. 2013 წელსაც პირობით მსჯავრდებულები, სამინისტროს ხელმძღვანელობასთან ერთად, საქართველოს სარაგბო ნაკრებს ტესტ-მატჩებზე სისტემატიურად გულშემტკივრობდნენ.