BBC-დან 450 თანამშრომელს გაათავისუფლებენ

BBC 2022 წლისთვის, 103 მლნ დოლარის ეკონომიის ფარგლებში, BBC News-დან 450 თანამშრომელს სამსახურიდან გაათავისუფლებს.

კერძოდ, დაიხურება ვიქტორია დარბიშირის დილის გადაცემა, რომელიც სოციალურ თემებზე მწვავე რეპორტაჟებით არის ცნობილი.

გარდა ამისა, შემცირდება საღამოს ანალიტიკური გადაცემის Newsnight-ის შტატი, განსაკუთრებით ჟურნალისტური გამოძიებების ნაწილში.

შემცირება შეეხება BBC Radio 5 Live-ს, ინგლისურენოვან სადგურზე BBC World Service-ზე გადაცემა World Update დაიხურება.

ყველა შემცირებები BBC News-ის მხოლოდ ბრიტანულ განყოფილებებს შეეხება, მსოფლიოს განყოფილებებს არა.

ამჟამად BBC News 6 ათას თანამშრომელს აერთიანებს, მათ შორის 1,7 ათასი ჟურნალისტია, რომლებიც ბრიტანეთის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან. შემცირების შემდეგ განყოფილების ბიუჯეტი 625 მლნ დოლარი იქნება.

კორპორაციაში შემცირებების აუცილებლობის შესახებ განცხადება ჯერ კიდევ 2016 წელს გაკეთდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები