დაბა ჟინვალსა და მაღაროსკარში განსახორციელებელი პროექტები შეარჩიეს
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი დაბა ჟინვალსა და სოფელ მაღაროსკარში სოფლის კრებებს დაესწრო
დაბა ჟინვალსა და მაღაროსკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებულ კრებებს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი დაესწრო.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას პროგრამის მიზნები გააცნეს და მათგან საპროექტო წინადადებები მოისმინეს.
სოფლებში განსახორციელებელი პროექტები საერთო კრების წევრებმა ღია კენჭისყრის პრინციპით შეარჩიეს.
ესენია, დაბა ჟინვალში – საბავშვო ბაღის და საჯარო სკოლის შემოღობვა; სოფელ მაღაროსკარში – დაზიანებული გზის მონაკვეთების რეაბილიტაცია; სოფელ ქალილოში – სასმელი წყლის სისტემის მოწყობა.
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, საერთო კრებები მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ტარდება.