ონის მუნიციპალიტეტის მერმა სამუშაო შეხვედრა გამართა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მოადგილეებთან ერთად, მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მერმა წარმომადგენლებისგან მუნიციპალიტეტში ზამთრის სეზონის მიმდინარეობასა და გამოკვეთილ საჭიროებებზე ინფორმაცია მოისმინა.

ემზარ საბანაძის განცხადებით, ზამთარში სოფლების შიდა გზების მოწესრიგების საკითხი განსაკუთრებით მკაცრ კონტროლზეა აყვანილი,ამიტომ, უხვი ნალექის შემთხვევაში, წარმომადგენლებისგან მყისიერად უნდა მოხდეს საკითხის დაყენება გზის წმენდის თაობაზე, რათა არცერთი სოფლის მიმართულებით არ შეფერხდეს გადაადგილება.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობას.

მერის განცხადებით, დაპროექტება და მეწარმეების შერჩევა ის საპასუხისმგებლო საკითხებია, რომლებსაც შესაბამისი სამსახურები, საბოლოო ჯამში სასურველი და თვალსაჩინო შედეგის მისაღებად, მაქსიმალური მონდომებით და ყურადღებით უნდა მოეკიდონ.

მიმდინარე წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის წარმატებით და მაქსიმალური შედეგიანობით განსახორციელებლად, ონის მუნიციპალიტეტის მერიას დამატებით,თანადაფინანსების სახით 100 000 ლარი აქვს გამოყოფილი.

ონის მუნიციპალიტეტის მერი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებს, წარმომადგენლებთან და დეპუტატებთან ერთად ინდივიდუალურად განიხილავს, რათა ბოლომდე იყოს გაცნობიერებული ის პასუხისმგებლობა, რაც დაეკისრებათ როგორც მეწარმეებს, ასევე თითოეულ სოფლის წარმომადგენელს.

შეხვედრას შ.პ.ს “ონის სერვის ჯგუფის” ხელმძღვანელი ალექსანდრე გამყრელიძეც ესწრებოდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები