ბავარიის პრემიერი პუტინთან შეხვედრაზე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საკითხს განიხილავს
ბავარიის პრემიერ-მინისტრი, მარკუს ზიოდერი, რომელიც მოსკოვში იმყოფება, ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის საკითხს, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან განიხილავს.
ამის შესახებ ზიოდერმა ჟურნალისტებს წითელ მოედანზე განუცხადა.
„ამ მკვლელობის გამოძიებაში რუსეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობა საჭიროა. ეს რუსეთის ინტერესშია, არსებული ეჭვებისა და ჭორების ფონზე. საკუთარ შესაძლებლობებს არ ვაჭარბებ, ვაცნობიერებ, რომ ჩემი ვიზიტით მსოფლიო არ შეიცვლება, ამგვარი შეხვედრები კი, მოლაპარაკებების ხანგრძლივი პროცესის ნაწილია“, – აღნიშნა ბავარიის პრემიერმა.
ზიოდერის და პუტინის შეხვედრა დღეს, მეორე ნახევარში შედგება.