ნინო ლომჯარია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტს შეხვდა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტ ლინოს-ალექსანდრე სიცილიანოსთან შეხვედრა გამართა.

ომბუდსმენის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ევროპული სასამართლოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის ინსტიტუტის როლს სასამართლო გადაწყვეტილებების შექმნასა და აღსრულებაში და აღნიშნა, რომ ომბუდსმენის მოსაზრებები პროცესში ობიექტური, ღირებული, კომპეტენტური და მნიშვნელოვანია.

ნინო ლომჯარიამ ევროპული სასამართლოს პრეზიდენტს სახალხო დამცველის მანდატი გააცნო და საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა მიმოიხილა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე, ევროკავშირის პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ საქართველოში“ გუნდის ხელმძღვანელი ლევან მესხორაძე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე ლადო ჭანტურია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები