რა განსხვავებაა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ზონდერ ბრიგადის გამოყენებით დარბეულ საკრებულოს სხდომასა და გასულ კვირას საკრებულოში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას შორის – POSTV – მედიარენტგენი
“ნაციონალური მოძრაობის” მიერ ზონდერ ბრიგადის გამოყენებით დარბეული საკრებულოს სხდომა, ფიზიკური დაპირისპირება საკრებულოს წევრებს შორის და ამ ორ ფაქტს შორის სხვაობა – POSTV-ის გადაცემა მედიარენტგენის ობიექტივში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი და საკრებულოში გასულ კვირას მომხდარი ინციდენტი მოხვდა.
გადაცემის დასაწყისში ავტორი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაუშვებელი სისასტიკის ფაქტებს იხსენებს, ამასთან ხაზს უსვამს, რომ სრულიად მიუღებელი და დაუშვებელია ნებისმიერი სახის ფიზიკური დაპირისპირება, საკრებულოში მომხდარი ინციდენტი კი აღმაშფოთებელი, რასაც არ უნდა მოჰყოლოდა მსგავსი ქმედება.
“ვთანხმდებით, რომ ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი დაგმობს მსგავს ქმედებას. თუმცა აქ საგულისხმო ერთი ფაქტია – ვინ გამოეხმაურა ამ ფაქტს, რა ფორმით და რა კომენტარებით. შეიძლება ბევრ ჩვენგანს არ გვახსოვდეს ნაციონალური მოძრაობის მმართველობის ერთი არც ისეთი უწყინარი ეპიზოდი. 2005 წლის 1 დეკემბერს, საკრებულოში სალარო აპარატებთან დაკავშირებულ თემას განიხილავდნენ. ნაციონალურ მოძრაობასთან დაპირისპირება იმ დღეს ხელჩართლ ბრძოლაში გადაიზარდა, სწორედ ამ დროს საკრებულოს სხდომათა დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ზონდერები შევიდნენ, რომლებსაც ყოფილი სპორტსმენი გია უდესიანი ხელმძღვანელობდა. როგორც ოპოზიციის წევრები იხსენებდნენ, სწორედ უდესიანის მითითებებით მოქმედებდნენ ზონდერები,” – ამბობს ლიზა გეგეჭკორი
გადაცემის ავტორი იხსენებს კახა კუკავას განცხადებას, რომლის თანახმად, 2005 წლის 1 დეკემბერს, საკრებულოში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე ზონდერების ნაწილი თანამდებობრივად დაწინაურდნენ. მისივე თქმით, ეს სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი პირველი ტერორისტული აქტი იყო, რის შემდეგაც უკვე ხდება სანდრო გირგვლიანის უსასტიკესი ლიკვიდაცია და 7 ნოემბრის აქციის ტირანული დარბევა.
„ნებისმიერი ადამიანის, პოლიტიკური ძალისა თუ ცალკეული მოხელის მიერ განხორციელებული ნებისმიერი სახის ფიზიკური ძალადობა პირადად ჩემთვის მიუღებელი და დაუშვებელია. POSTV-ის მთელი გუნდი კატეგორიულად ვგმობთ მსგავს ქმედებებს, თუმცა ალბათ სწორედ ამიტომ ვგმობთ პირველ რიგში ნაციონალურ მოძრაობას, როგორც პოლიტიკურ ძალას. ძალას, რომელმაც სწორედ ასეთ დაპირისპირებებში, ტირანიასა და ძალადობაში ამყოფა ერი ბევრი წლის განმავლობაში. სწორედ ამიტომ ვგმობთ მათ მიერ გაკეთებულ ნებისმიერ განცხადებას, რომელიც მოქმედ ხელისუფლებას რაიმე სახის ძალადობაში სდებს ბრალს,” – ამბობს გადაცემის ავტორი.
მისივე თქმით, იმ დროს, საკრებულოში “ნაციონალურმა მოძრაობამ” საკუთარი აზრის გასატანად ზონდერ დაჯგუფებები შეიყვანა, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ საკრებულოს წევრებს. ახლა კი, განსხვავებული აზრის გამო თავად კოლეგები, საკრებულოს წევრები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
„ვთანხმდებით, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა დაუშვებელია, თუმცა იმაზეც შევთანხმდეთ, რომ კოლეგების დაპირისპირება და ზონდერ ბრიგადების საკრებულოს შენობაში შეყვანა რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. არ მინდა ძალადობრივად, ზონდერ დაჯგუფებებითა და ცემა-ტყეპით გატანილი აზრი თუ იდეა, რაც ქრონიკულად ხდებოდა ხელისუფლებაში მყოფი ნაციონალური მოძრაობის პირობებში და ოპოზიციაში გადასული ნაციონალური მოძრაობის პირობებში. არ მინდა ინტრიგის ჩაგდება იქ, სადაც შეიძლება აზრი კომპეტენტურად და მშვიდად გამოხატო. ყველანი განვსხვავდებით, შესაბამისად ყოველი ჩვენგანის მინდაც განსხვავებულია, 9 წლის მანძილზე მინდას დოგმატურად გვიდებდნენ თავში ძალადობით, დარბევებით, აგრესიით, ტერორით, ბიზნესის რეკეტით, ციხეებში სისასტიკის დანერგვით, არასასურველი პიროვნებებისა და თუ პოლიტიკოსების ლიკვიდაციითა და ცემა-ტყეპით. იქნებ ამ ყველაფერზე ახლა დავფიქრდეთ,” – ამბობს ლიზა გეგეჭკორი.