ჩინეთში მამაკაცი დააკავეს, რომელმაც თქვა, რომ კორონავირუსს შეგნებულად ავრცელებდა

პეკინის მახლობლად მდებარე ტუნჩჟოუს რაიონის პოლიციამ, 22 წლის მამაკაცი დააკავა, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მომაკვდინებელ ვირუსს ხალხში შეგნებულად ავრცელებდა.

ამის შესახებ პოლიციის განცხადებაშია ნათქვამი.

სამართალდამცველებმა სოციალური ქსელის მომხმარებლებისგან შეტყობინება მიიღეს, რომ მამაკაცის მტკიცებით, ის შეგნებულად გადიოდა ხალხმრავალ ადგილებში, მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ კორონავირუსით არის დაინფიცირებული. როგორც მამაკაცი წერდა, მისი მიზანი იყო, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ყოფილიყო დაინფიცირებული.

თუმცა, პოლიციამ დაადგინა, რომ 22 წლის მამაკაცი ჯანმრთელია და არანაირი ვირუსი არ აქვს. ჩვენების მიცემის დროს მან, თქვა რომ იხუმრა.

მამაკაცი დაკავებულია, ის სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი, რომელიც ტერორიზმთან დაკავშირებით განზრახ გამიზნული ცრუ ინფორმაციის გავრცელებას გულისხმობს. გამოძიება გრძელდება.

პოლიციაში ასევე აღნიშნეს, რომ მკაცრად დასჯიან ყველა მათგანს, ვინც ამ მძიმე მომენტში, მაშინ როდესაც ეპიდემიას ებრძვიან, ინტერნეტს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის გამოიყენებს და პანიკას დათესავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები