დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით ონის მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა.
ღონისძიებების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი ღების, ჭიორის და გლოლის ადმინისტრაციულ ერთეულებში იმყოფებოდა.
მათ ადგილობრივებს საპროექტო წინადადებების შერჩევასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრაზე მოსახლეობამ რამდენიმე პრიორიტეტული პროექტი დაასახელა, რომელიც სოფლებში უნდა განხორციელდეს. ესენია, სასმელი წყლის სისტემის და სოფლის შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, შეხვედრები ონის მუნიციპალიტეტში დღეს დასრულდა.