ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ეპიდემიოლოგიური მიმოხილვა გამოაქვეყნა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) კორონავირუსის ეპიდემიოლოგიური მიმოხილვა გამოაქვეყნა.

მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 26 იანვრის ანგარიშის მიხედვით, დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი 25 იანვრის მონაცემებთან შედარებით, 694-ით გაიზარდა.

გლობალურად სულ დადასტურებულია 2019-nCoV -ის 2 014 შემთხვევა. აქედან 1 985 შემთხვევა ჩინეთშია დაფიქსირებული.

ჩინეთის გარეთ (10 ქვეყანა) 29 დადასტურებული შემთხვევის დაფიქსირება მოხდა, აქედან 26 შემთხვევას აქვს მოგზაურობის ისტორია ქალაქ ვუჰანში, ჩინეთი.

1 975 დადასტურებული შემთხვევიდან ( აქ არ შედის ჰონგ-კონგის მაკაუს და ტაიბეის შემთხვევები) 324 მძიმედ მიმდინარეობს. შეტყობინებულ იქნა სიკვდილის 56 შემთხვევა ( 52 სიკვდილი ჰუბეის პროვინცია და 4 მის გარეთ).

26 იანვრის მონაცემით ქვეყნები, ტერიტორიები ან არეალები საიდანაც მოხდა 2019-nCoV დადასტურებული შემთხვევების დაფიქსირება.

ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრი (ECDC)

27 იანვრის მონაცემებით სულ ლაბორატორიულად დადასტურებულია 2 775 შემთხვევა. სიკვდილის 81 შემთხვევაა.

ევროკავშირისა და ევროპის ეკონომიკურ არეალში პირველი 3 შემთხვევა დაფიქსირდა საფრანგეთში.

ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CCDC)

27 იანვრის მონაცემებით დაფიქსირებულია 769 ახალი შემთხვევა, მათგან 137 მძიმედ მწვავედ მიმდინარეობს.

27 იანვრის მონაცემებით სულ ლაბორატორიულად დადასტურებულია 2 744 შემთხვევა. შესაძლო შემთხვევების რაოდენობა შეადგენს 5 794-ს. 27 იანვრის მონაცემებით დაფიქსირებულია სიკვდილი 80 და გამოჯანმრთელების 51 შემთხვევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები