ცხინვალმა თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან ე.წ. საზღვარი დროებით გახსნა
ე.წ.სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო ძალებმა, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან, ე.წ.საზღვარი დროებით, 10 დღით გახსნეს.
ამის შესახებ ახალგორის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ე.წ.საზღვრით სარგებლობა ყველა იმას შეეძლება, ვისაც საბუთები წესრიგში ექნება.
ე.წ. საზღვარი 5 სექტემბერს, სოფელ ჩორჩანასთან განვითარებული მოვლენების ფონზე ჩაიკეტა.
როგორც რამდენიმე დღის წინ, დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, ე.წ. საზღვარი იქამდე იქნება ჩაკეტილი, სანამ „ქართული მხარე ჩორჩანასთან განლაგებულ ბლოკპოსტს არ აიღებს“.