სიეტლში სროლა მოხდა, არის მსხვერპლი
ვაშინგტონის შტატში, ქალაქ სიეტლის ცენტრში, დაუდგენელმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც მიმალვა მოახერხა.
NBC-ის ინფორმაციით, სროლის შედეგად 50 წლამდე ქალი დაიღუპა; 55 წლის ქალი და 9 წლის ბავშვი მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან, კიდევ სამი მამაკაცი სტაბილურ მდგომარეობაში არიან. ჯამში მედიკოსებმა 7 დაზარალებულს აღმოუჩინეს დახმარება.
თავდამსხმელი ჯერ დაკავებული არ არის.
ინციდენტი Amazon-ის შტაბ-ბინასთან მოხდა, პაიკ-ფლეის, მესამე ავენიუსა და პაინ-სტრიტს შორის, რომელიც ტურისტებში პოპულარობით სარგებლობს.
თვითმხილველების თქმით, ათამდე გასროლა განხორციელდა.