ონში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფი პიპილეთის თემში იმყოფებოდა

ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს. ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი იმყოფებოდა პიპილეთის თემში.

ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჩატარდა საერთო კრებების სხდომები, მოსახლეობას გაეწია კონსულტაციები საპროექტო წინადადებების შერჩევასთან დაკავშირებით და განემარტა რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ორიენტირებულია საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციაზე სახელმძღვანელოს „ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით საპროექტო წინადადებების შერჩევა“ შესაბამისად.

პიპილეთის თემიდან: სოფელ ონჭევსა და ჟაშქვაში პრიორიტეტად დასახელდა სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები,ხოლო სორგითსა და პიპილეთში სოფლის შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით შეხვედრები გრაფიკის მიხედვით ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში კვლავ გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები