ხულოში, ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს კომპენსაცია გამოეყოთ

დღეს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა.

სხდომაზე განხილული იქნა ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების კომპენსირების საკითხი.

ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 12 დაზარალებულ ოჯახს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 159 104 ლარი გამოეყოფათ. წელს პირველად ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე, რომლთა საცხოვრებელი აღდგენას არ ექვემდებარება აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 15 000 ლარს მიიღებენ, ხოლო საცხოვრებლის აღდგენისთვის მაქსიმალური თანხა 10 000 ლარი გამოიყოფა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები