„ოპოზიციამ მეორედ მოსვლის სურათი დახატა, თითქოს, არმაგედონი გვიახლოვდება“ – შიხიაშვილი კონგრესმენის წერილზე

ექსპერტთა ჯგუფმა და ოპოზიციურმა სპექტრმა მეორედ მოსვლის სურათი დახატა, თითქოსდა, არმაგედონი გვიახლოვდება, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენიცაზე „ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის“ საქართველოში წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ირაკლი შიხიაშვილმა აშშ-ს კონგრესის რესპუბლიკელი წევრის, მარკუეინ მალინის წერილზე საუბრისას განაცხადა.

„მართლაც არასასიამოვნო განცხადებაა , რომელიც კონგრესმენმა მალინმა მისწერა ჩვენს პერმიერს. მე როგორც „ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის“ საქართველოში წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა მინდა, ერთი რამ მოგახსენოთ, რა თქმა უნდა, ცუდი ფაქტია, როცა ასეთი ტიპის წერილი იგზავნება, მაგრამ მერორე მხარეც აქვს ამას-მეორედ მოსვლის სურათი დახატა ჩვენს ქვეყანაში ე.წ. ექსპერტთა ჯგუფმა და ოპოზიციურმა სპექტრმა, თითქოსდა არმაგედონი გვიახლოვდება. ესეც არ მიამჩნია სწორად. მივმართავ როგორც ოპოზიციას , ისე ხელისუფლებას, რაც არ უნდა მძაფრ კამათში, დაპირისპირებაში გადაიყვანონ თავიანთი პოლიტიკური უთანხმოება, არ უნდა დააზიანონ ჩვენი ქვეყნის იმიჯი და ავტორიტეტი საერთაშორისო ასპარეზზე. არავის აქვს უფლება თავისი პოლიტიკური ამბიციების გამო საკუთარი ქვეყნის დისკრედიტაცია მოახდინოს. როგორ შეიძლება იმის ლაპაარკი, რომ ჩვენ დღეს ამერიკა სანქციებს დაგვიწესებს, ხვალ ყველანაირ ფინასურ მხარდაჭერას მოგვისპობს ერთი კონგრესმენის განცხადების გამო. ასე ვერ მოხდება.

მალინის წერილი გამოიგზავნა მას მერე, რაც შალვა ნათელაშვილი გაერთიანებული ოპოზიციის სახელით, ბოკერის მხარდაჭერით ჩაბრძანდა აშშ-ში, შეხვდა მალინს, გადასცა გარკვეული ინფორმაცია. კონგრესმენს მეორე მხრიდან არანაირი ინფრომაცია არ მისდის. ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუციები დათვი კოალას სიჩქარით მოძრაობენ, ზოზინით, იმის ნაცვლად, რომ საქართველოს ელჩი ყველა კონგრესმენის კარზე აკაკუნებდეს, ინფორმაციას აწვდიდეს, ნამდვილ სურათს აჩვენებდეს“, – განაცხადა შიხიაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ს კონგრესის რესპუბლიკელმა წევრმა მარკუეინ მალინიმ საქართველოს მთავრობას ღია წერილით მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ამერიკული კომპანიების მიმართ აგრესიულ ქმედებებს შეწყვეტს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები