ზაზა სარალიძე: ინციდენტში მონაწილეები, მათი მშობლები და დამნახავები, უფრო დაზარალებულები ხართ, ვიდრე ჩემი ოჯახი

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში დაზარალებულის სტატუსის შესახებ წერს და ამბობს, რომ ინციდენტში მონაწილეების მშობლები, მონაწილეები და დამნახავები, გაცილებით მეტად დაზარალებულები არიან.

“2017 წლის 1 დეკემბრიდან მოყოლებული მუდამ ვფიქრობდი, თუ რას ნიშნავდა დაზარალებულის სტატუსი ჩემთვის.

ბოდიშს გიხდით გულახდილობისთვის, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.

ინციდენტში მონაწილის ყველა მშობელს და თავად მონაწილეებს და დამნახავებს ვინც სიმართლე დამალა, გულით ვუსამძიმრებ.

თქვენ ჩემთვის გაცილებით მეტი დაზარალებულები ხართ ვიდრე ჩემი ოჯახი.
ღმერთმა დაგლოცოთ და შეგაძლებინოთ ამ ტვირთის ტარება,”- წერს ზაზა სარალიძე.

“მიღწეულია საპროცესო შეთანხმება გ.ჯ.-სთან მიმართებით, ადვოკატმა მოგვმართა შუამდგომლობით. მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ასევე, მოაწოდა ბრალდების მხარეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია”, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორმა დღეს თორნიკე ნადირაძემ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები