სომხეთის პარლამენტში ე.წ. კანონიერ ქურდებთან დაკავშირებული კანონის განხილვის დროს, ჩხუბი მოხდა

სომხეთის პარლამენტში დღეს ე.წ. კანონიერ ქურდებთან დაკავშირებულ კანონს განიხილავენ, რომლის დროს, ფრაქცია „აყვავებული სომხეთის“ წევრებსა და დამოუკიდებელ დეპუტატ არმან ბაბაჯანიანს შორის ჩხუბი მოხდა.

ბაბაჯანიანმა ტრიბუნიდან კოლეგებს მოუწოდა დეპუტატ გევორკ პეტროსიანის საქციელის გამო ბოდიში მოეხადათ, რომელმაც იუსტიციის მინისტრ რუსტამ ბადასიანს ურჩევდა ბრძოლა არა მხოლოდ ე.წ. კანონიერ ქურდებთან ეწარმოებინა, არამედ „ისეთ ადამიანებთან, რომელთა ტიპაჟის განსაზღვრა სამი ასო-ბგერისგან შემდგარი სიტყვით შეიძლება“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები