ბრაზილიის ციხიდან 26 პატიმარი გაიქცა
ბრაზილიის, აქრის შტატის ციხიდან 26 პატიმარი გაიქცა, მათგან ერთი დაკავებულია.
20 იანვარს გახდა ცნობილი, რომ ბრაზილიის საზღვართან ახლოს მდებარე პარაგვაის საპატიმროდან, სულ მცირე, 75 პატიმარი გაიქცა. ყველა მათგანი ბრაზილიაში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან.
ამ ეტაპზე უცნობია, ბრაზილიის ციხიდან გაქცეულთაგან რომელიმე პირი არის თუ არა კავშირში დაჯგუფებასთან.