“ანას ბაღთან” მოქალაქეებმა კარავი გაშალეს

ვარკეთილში, “ანას ბაღთან” მოსახლეობამ აქცია გამართა. ისინი მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით პეტიციის შედგენას გეგმავენ, რომლითაც თბილისის საკრებულოს მიმართავენ.

მოქალაქეებმა ადგილზე კარავი გაშალეს. მათი თქმით, ახალი საცხოვრებელი კორპუსი “ანას ბაღს“ ემიჯნება და რეკრეაციულ სივრცეს საფრთხეს უქმნის.

გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებსა და ადგილობრივებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირებაც მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები