ვინ დამალა ინფორმაცია და ვინ შეავსო დეკლარაცია არასწორად – საჯარო სამსახურის ბიურო თანამდებობის პირების სიას ასაჯაროებს

საჯარო სამსახურის ეროვნულმა ბიურომ გაასაჯაროვა იმ თანამდებობის პირთა სია, რომლებმაც დეკლარაცია არასწორად შეავსეს.
მათი უმრავლესობა დაჯარიმებულია, ხოლო 75-მა გაფრთხილება მიიღო.

დაჯარიმებულებს შორის “ქართული ოცნებიდან” არიან: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მოადგილეებთან, დავით თვალაბეიშვილთან და აკაკი საღირაშვილთან ერთად, ლევან კობიაშვილი, ენზელ მკოიანი, ვიქტორ ჯაფარიძე, გოდერძი ჩანქსელიანი, სამველ მანუკიანი, ოთარ დანელია, ბექა ოდიშარია, ნინო წილოსანი, ლერი ხაბელოვი და გოჩა ენუქიძე.

“ნაციონალური მოძრაობიდან” ინფორმაცია დამალული ჰქონდათ კობა ნაყოფიას და მამუკა ჩიქოვანს.

“ევროპული საქართველოდან” დაჯარიმებულია გიორგი ღვინიაშვილი, ზაზა კედელაშვილი და ლაშა დამენია.

უპარტიო დეპუტატებიდან დარღვევები აქვთ ზვიად კვაჭანტირაძეს, ბექა ნაცვლიშვილსა და დავით ჭიჭინაძეს.

ყველაზე მეტ შემთხვევაში, 63%, დარღვევები საანგარიშო პერიოდში მიღებული შემოსავლის არასწორად მითითების, ასევე, ოჯახის წევრების მონაცემების არასწორად მითითების გამო დაფიქსირდა. დარღვევებია უძრავი ქონების ნაწილშიც.

საჯარო სამსახურის ბიურო არასწორად შევსებული დეკლარაციების საქმეზე განმარტებები გააკეთა და აღნიშნა, რომ თანამდებობის ერთი პირის მონაცემები საეჭვო იყო, რის გამოც შემსწავლელმა ჯგუფმა კანონის შესაბამისად იმოქმედა და მასალები პროკურატურას გადაუგზავნა. უწყებაში თანამდებობის პირის ვინაობას არ ასახელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები