ლარი კვლავ გამყარდა

ლარი კვლავ გამყარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0037 პუნქტით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.8781 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით 1 აშშ დოლარი 2.8818 ღირდა.
0.0156 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 3.2002 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2158 ლარი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები