38 გაყიდული ობიექტი – როგორია საყოველთაო პრივატიზაციის შედეგები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” ფარგლებში 38 ობიექტი უკვე გაიყიდა. ოფიციალური ინფორმაციით, გაყიდული ქონების საერთო ღირებულებამ 47 მლნ ლარს გადააჭარბა, საიდანაც 8 მლნ ლარზე მეტი (8 387 700 ლარი) კერძო პირებმა გადაიხადეს.
ყველაზე ძვირად 10 005 000 ლარად – თბილისში, ხოშარაულის ქუჩაზე მდებარე შენობა ნაგებობა და მიწის ნაკვეთი გაიყიდა. 7 510 000 ლარია გადახდილი მესტიაში მდებარე პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენციაში. 3 703 000 ლარაია გადახდილი ბათუმში, ტბეთის ქუჩაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთში. თბილისში, ალექსეევკას დასახლებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა 2 717 000 ლარად გაიყიდა.